აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა. თეა ახვლედიანმა ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ევროკავშირის განსაკუთრებული როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის პროცესში.