ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა იმართება ერგნეთში. მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსა და უკანონო დაკავების შემთხვევებს.