პროფესიული კავშირების გაერთიანებას და დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება შედგა.
აგრარული ბაზრის ხელმძღვანელობა ადგილზე დასაქმებულებს მოვაჭრის ცნობას მისცემს. დოკუმენტი დასაქმებულებს, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ. სულ საუბარია 121 მოვაჭრეზე. პროფკავშირების წევრებმა დღეს მოვაჭრეებს ადგილზე გაუწიეს დახმარება და ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე დაარეგისტრირეს.