ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისში ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენცია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა. მასში აშშ-ის, ევროპისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომიკური ექსპერტები, აგრეთვე პროფკავშირების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციის განხილვის მთავრი საკითხებია: მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და დაანგარიშების მეთოდოლოგიები, სახელფასო და სოციალური დაცვის სტრატეგიების განხილვაა. კონფერენცია ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.