ფროფკავშირების აქცია

საქართველოს პარლამენტთან დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების“ ავტორობით, დასაქმებულთათვის შექმნილ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მოიცავს ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრას, ღამის სამუშაო საათების მაღალი ტარიფით ანაზღაურებას, არასრულწლოვანთა შრომასა და დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულებას.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ზაზა ბარბაქაძის თქმით,  რამდენიმე დღეში კვლავ მოხდება აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და ის დეპუტატებს მხადაჭერისკენ მოუწოდებს.