დავოსში დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა. „როიტერის“ ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, ანდრეი ერმაკმა, რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ისაუბრა. მისივე განცხადებით, ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი დაიბრუნეს.