შეხვედრა „ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის საკითხზე

საქართველოში შინაური ცხოველების პოპულაციის მართვის საკითხზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და რეგიონების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულ პირებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ინფორმაცია მიაწოდა საკითხის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე, განიხილეს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და ცხოველთა იდენტიფიკაცია-მიკვლევადობის ეროვნული სისტემა. „შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტი საპარლამენტო განხილვების დონეზეა. შეხვედრის ფორმატში, რომელსაც საპარლამენტო წარმომადგენლობაც ესწრებოდა, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მის მიზანს ქვეყანაში მუნიციპალიტეტებისა და სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა და ადამიანებისა და ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება წარმოადგენს.