გატაცებული ავტომობილი, მძევლად აყვანილი მოქალაქეები, ბანკის დაყაჩაღების მცდელობა და ორმხრივი სროლა.
პოლიცია მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილებს ეძებს. თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალს დღეს სამი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ადგილზე მისულ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს კი, ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნენს.
რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე და რა დეტალებზე ლაპარაკობენ ფაქტის თვითმხილველები, ამას ვაკო ორმოცაძე გვეტყვის.