შეიარაღებული თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელს ამ წუთებშიც ეძებენ.

დაჯგუფება „მხედრიონის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის შვილი თავის არეში ნასროლი ხუთი ტყვიით ადგილზევე დაიღუპა. თავად დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

დედა-შვილს  დამნაშავე დღეს დილით ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში დაესხა თავს. არ არის გამორიცხული, რომ თავდასხმის დროს თავად თავდამსხმელიც დაიჭრა – ამ ეჭვს ლიფტში აღმოჩენილი სისხლის კვალიც ამყარებს.

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი ბოლო პერიოდში ვეტერანთა საქმეებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, მისი შვილი კი ფოტოგრაფად მუშაობდა.

 

„მოამბის“ ექსკლუზიური კადრები შემთხვევის ადგილიდან და წინასწარი ვერსიები – დიღმის მასივში მომხდარი დანაშაულის საქმეზე ჩვენი სამი კორესპონდენტი მუშაობს.

თეონა ხუბულავა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.