გახმაურებული მკვლელობის საქმე

ორწლიანი გამოძიების შემდეგ, დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

ზაზა მურჯიკნელს, რომელიც დანაშაულთან შემხებლობას უარყოფს, ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. დაკავებულის ადვოკატმა, მურჯიკნელის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურატურამ კი, სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები წარადგინა, რომელიც ფოტომასალასაც მოიცავს.

მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.