ვეტერანების მოთხოვნა

დოდო გუგეშაშვილი ვეტერანთა პენსიის გაზრდას ითხოვს. ის პარლამენტს ასევე, ვეტერანთა შესახებ კანონის დროული მიღებისკენაც მოუწოდებს, რომელიც მისი თქმით, მეშვიდე წელია თაროზე დევს და განხილვაც არ დაწყებულა.

დღესვე გუგეშაშვილმა ვეტერანთა ახალ კლინიკურ ჰოსპიტალზეც ისაუბრა, რომელიც პაციენტთა მიღებას 2 თვეში შეძლებს. დოდო გუგეშაშვილის თქმით, ჰოსპიტალის გამართულად მუშაობისთვის, რენტგენისა და ტომოგრაფიის აპარატების შეძენაა საჭირო, რაშიც მას ქველმოქმედი ადამიანების მხრიდან მხარდაჭერის იმედი აქვს.