გუგეშაშვილის საქმე

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.

საქმე ეხება, 2018 წლის 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ შვილის მიმართულებით და მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების  შედეგად  გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

დატოვე კომენტარი