ნოდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დღეს ნოდარ გუგეშაშვილი დაკრძალეს.

გასვენებაში რეანიმობილით მიიყვანეს 7 თებერვალს მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი.

დაკრძალვას ოჯახის ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად პოლიტიკოსები, ვეტერანები, საზოგადოების წევრები და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დაესწრო.

პროცესიის შემდეგ დოდო გუგეშაშვილი კვლავ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გუგეშაშვილების ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული დაკავებული არ არის.