მოსკოვში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტზე შეფასებები კეთდება პარლამენტში. ოპოზიციიდან დეპუატატები მიჩენევენ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს პარტიის პრორუსულ ორიენტაციას და უკრაინაში ომის ფონეზე მოსკოვში ჩასვლა არასწორი ნაბიჯია. ანალოგიური პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. პარტია „ქართული ოცნების“ წევრები უკრაინაში ომის ფონზე მოსკოვში განხორციელებულ ვიზიტს „პატრიოტთა ალინსის“ მხრიდან კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ. დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ.