ბადრი ჯაფარიძისა და ირმა ინაშვილის შეხვედრა

„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილს შეხვდა. როგორც ინაშვილი განმარტავს, მისი პარტია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა არც ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს მხარს.

„ლელოში“ კი ამბობენ, რომ ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პარტიაში ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავენ.