„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის პრეზენტაცია

ირმა ინაშვილის პარტიიდან თბილისის მერობისთვის გიორგი ლომია იბრძოლებს.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ცოტა ხნის წინ დედაქალაქის, მცხეთის და რუსთავის მერობის კანდიდატები დაასახელა. წარმოადგინეს თბილისის მაჟორიტარობის 10 კანდიდატიც. ისინი დედაქალაქში პროპორციული სიის ათეულში შედიან. ინაშვილის გუნდი არჩევნებზე დამოუკიდებელი სტრატეგიით და გეგმით გადის და არცერთ ოლქში სხვა ოპოზიციურ ძალასთან კოორდინაციას არ გეგმავს.

საარჩევნო პრეზენტაციას თათია ტაბეშაძე ესწრებოდა.