კანდიდატების წარდგენა

„პატრიოტთა ალიანსმა“ მცხეთის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა მერობის კანდიდატად ნანა დევდარიანი დაასახელეს. მათ მცხეთის პრობლემებზე ისაუბრეს და მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა კიდევ ერთხელ გააცნეს.