შეფასებები ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებზე
საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ეთნიკური წმენდის დაკანონების მორიგი უშედეგო მცდელობა,- ასე აფასებენ თბილისში, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმური შედეგი ვერ ექნება, რამდენადაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.
განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც. ქეთევან ციხელაშვილი პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს.