შედგება თუ არა რიგგარეშე სესია

შედგება თუ არა ხვალ პარლამენტში რიგგარეშე სესია, რომელიც ოპოზიციამ მოითხოვა და რაზეც პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო – ამ კითხვაზე პასუხი დღესაც ბუნდოვანია. მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთში ისევ ვერ თანხმდება. ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ სესიას ხელოვნურად არ ჩაშლის, რადგან სხდომაზე ის რეკომენდაციები უნდა განიხილონ, რომლის შესრულებასაც ევროპელი პარტნიორები ითხოვენ. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ რიგგარეშე სხდომა არც პოლარიზაციის დასრულების და არც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საფუძელი არ არის. ხვალ, დღის პირველ ნახევარში, ბიუროს სხდომა იგეგმება, ამის შემდეგ კი ცნობილი გახდება, შედგება თუ არა ქვორუმი და გაიხსნება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო სესია.