უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტის მშენებლობის პროცესი ფერხდება. ნენსკრა ჰესი იტალიურმა სამშენებლო კომპანია „სალინი იმპრეჯილომ“ დატოვა.
სამხრეთკორეელმა ინვესტორებმა ახალი კომპანია უნდა შეარჩიონ. მანამდე კი პროექტი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. „ნენსკრა ჰიდროში“ განმარტავენ, რომ ელექტროსადგურის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოს ნოემბერში განაახლებენ. თუმცა ფაქტია, რომ ზამთარში კლიმატური პირობების გამო სვანეთში მუშაობა გართულდება.
სამუშაოების დაწყების დღიდან მოსალოდნელი ეკოლოგიური პრობლემების არგუმენტით ადგილობრივთა ნაწილი ნენსკრა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.
ამ ფონზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და ექსპერტები დამატებითი კვლევებისა და მოსახლეობასთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ.