ინოვაციური პროექტების დაფინანსება

„საპარტნიორო ფონდი“ და „იუესეიდის“ პროგრამა, „ზრდა ინოვაციური ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით“ ერთობლივ პროექტს ზუგდიდის მოსახლეობას აცნობს.

პროექტი სახელწოდებით „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე 106 სოფელში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესი წამოიწყონ, რაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. „იუესეიდი“ კი ნახევარი მილიონი დოლარის გრანტს გამოყოფს.