ექიმების მოთხოვნა

ონკოლოგიური საავადმყოფოს მედ-პერსონალის ნაწილი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

მათი თქმით, კლინიკა სამინისტროს დაქვემდებარებაში საპარტნიორო ფონდიდან 2019 წლის ოქტომბერში გადავიდა, რა დროსაც დაგროვილი სახელფასო ანაზღაურებისა და კლინიკის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების დაპირება მიიღეს. ექიმების თქმით, მათ მინისტრისგან დაპირება მიიღეს, რომ ყველა არსებულ პრობლემას იანვრის ბოლომდე მოაგვარებდნენ, თუმცა უშედეგოდ. მედპერსონალს დღეს გიორგი ვაშაძე შეხვდა, რომელმაც ეკატერინე ტიკარაძეს სამოქმედო გეგმის წარსადგენად დრო 15 მარტამდე მისცა. საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა განმარტეს, რომ კლინიკის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას მომავალში გაახმოვანებენ.

დატოვე კომენტარი