ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი

ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია საპარტნიორო ფონდისთვის გაუგებარია. საქმე ეხება ონკოლოგიურ კლინიკას, რომლის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და შენობის რეაბილიტაციას წლებია, ითხოვენ.

ექიმებს დღეს ეკა ტიკარაძე დაჰპირდა, რომ ამორტიზებული კლინიკის მართვასა და ხელფასების გასტუმრებაზე დღეიდან სამინისტრო იზრუნებს.

სამედიცინო დაწესებულება 2015 წლიდან საპარტნიორო ფონდის დაქვემდებარებაშია. ფონდში ამტკიცებენ, რომ კლინიკის რეაბილიტაციისთვის ინვესტორი მოძიებული ჰყავდათ, თუმცა საინვესტიციო პროექტზე ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა.

მინისტრს დღეს ფონდიდან შეახსენეს, რომ კლინიკის მართვაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.