ახალი სამედიცინო ჰოლდინგი

თბილისის სამ ცნობილ საავადმყოფოს ახალი მმართველი ჰყავს.

დღეიდან ონკოლოგიური, რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური კლინიკები სამართავად ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა. მანამდე სამივე დაწესებულებას საპარტნიორო ფონდი მართავდა. სწორედ მას ევალებოდა საავადმყოფოებში ინვესტორის მოძიება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. თუმცა, წლების განმავლობაში პრობლემა მოუგვარებლად რჩებოდა.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა საპარტნიორო ფონდი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.