დღეს გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გაიხსნა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის სახელი იოსებიძის ქუჩაზე მდებარე „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს მიანიჭეს. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ „საბურთალოს“ ხელმძღვანელები, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაგუნდელები. გიორგი შაქარაშვილი „საბურთალოს“ დუბლ შემადგენლობის მოთამაშე იყო და მასზე გუნდის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დიდი იმედებს ამყარებდა. „საბურთალოს“ პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მალე ფეხბურთელის სახელობის საერთაშორისო ტურნირსაც ჩაატარებენ, ხოლო 21-ნომრიანი მაისური, რომლითაც გიორგი შაქარაშვილი „საბურთალოში“ თამაშობდა, სამუდამოდ გარდაცვლილ ფეხბურთელს მიაკუთვნეს.