ახლის ნაცვლად სათადარიგო სტადიონი თელავში

სტადიონის პრობლემა თელავში.

გივი ჩოხელის სახელობის ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურა წლებია განადგურებულია. საფეხბურთო კლუბს „თელავი“, რომელიც უმაღლეს ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს, დღემდე ნაქირავებ სტადიონებზე უწევს ვარჯიშიც და თამაშის ჩატარებაც, რადგან ხელოვნურ საფარიანი მოედანი უმაღლესი ლიგის მატჩებისთვის გამოუსადეგარია. ახალი სტადიონის პროექტი, რომლის პრეზენტაცია ოთხი წლის წინ საჯაროდ გაიმართა, ჩავარდა. 19 მილიონიანი ახალი სტადიონის ნაცვლად თელავში ახლა სათადარიგო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.

როდის იგეგმება სამუშაოების დასრულება და რა პოზიცია აქვს ფეხბურთის თელაველ გულშემატკივარს – ნახეთ ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი.