ბოლო დღეებში საავადმყოფოებში გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა მიმართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი.
ქვეყანაში ძირითადად „ა“ და „ბე“ ტიპის და მათი ქვეტიპის ვირუსებია გავრცელებული, რომლებიც დამახასიათებელი სიმპტომებით თითქმის ერთმანეთის მსგავსია. დაავადების გავრცელების პიკს
სპეცილისტები რამდენიმე კვირაში ვარაუდობენ. ვირუსისგან თავდასაცავად ექიმების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაციაა.თუმცა ირკვევა, რომ კერძო სექტორში ვაქცინების რეზერვები პრაქტიკულად უკვე ამოწურულია.