სეტყვამ სოფელი შილდა დააზარალა. ყვარლის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარამდე ვენახი დაისეტყვა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სტიქიამ ვენახები თითქმის 100%-ით გაანადგურა.
ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას ხე მოგლიჯა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა, რის გამოც თელავი-ყვარლის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.
ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ყვარლის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის.