ძლიერი წვიმა და სეტყვა ადიგენში

18:03, 22.08.2023

სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადიგენის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფელი დააზარალა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ოთხ სოფელშია. დაზიანებულია ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მიყენებული ზარალი დაახლოებით 300 000 ლარამდეა. მერის განმარტებით, ზარალის დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.

მსგავსი