სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში.
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადიგენის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფელი დააზარალა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ოთხ სოფელშია. დაზიანებულია ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მიყენებული ზარალი დაახლოებით 300 000 ლარამდეა. მერის განმარტებით, ზარალის დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.