პრობლემური სესხების განულების პროექტში კიდევ 10 კომპანია ერთვება. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა გაავრცელა.
საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვებგვერდი, სადაც შესაბამისი სიები უნდა განთავსდეს, ტექნიკურად უკვე მზად არის, თუმცა მიმდინარეობს ბაზების დაზუსტება.
ნიკოლოზ ჩხეტიანი ვერ აკონკრეტებს ზუსტ თარიღს, როდის დაიწყება სესხების განულების პროცესი, თუმცა არ გამორიცხავს, ეს 15 დეკემბრამდე მოხდეს.