სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი დროებით გადაიდო.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და დისკრიმინაციულს უწოდებენ მის კანონპროექტს.