პროექტი „ჩვენი ჯარი“

პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. სტუდენტებმა პროექტის მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს და თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ. საუბარი შეეხო პროფესიულ და სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც. პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.