პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარემ დღეს ერთ-ერთი პატიმრის წერილობითი ჩვენება წარადგინა. მსჯავრდებული აცხადებს, რომ თეთრაძის წამების ფაქტი საკნიდან დაინახა. საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაცვის მხარე უკვე შემდეგი სხდომიდან დაიწყებს. პროცესი 12 მარტს ჩაინიშნა.