სერგო თეთრაძის საქმე

ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდა დღეს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე. სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ დაზარალებულ დავით ლონდარიძის ჩვენების ოქმი წაიკითხა, რომელიც მან მეგის ქარდავას საქმეზე მისცა. ლონდარიძე მისი წამების დეტალებზე საუბრობს, მისი ჩვენებით ჯაშუშობის ბრალდება დაზარალებულმა მეგის ქარდავას და ბაჩო ახალაის სექსუალური ძალადობის მუქარის გამო აღიარა. მტკიცებულების გამოკვლევა დაცვის მხარემ გააპროტესტა. ადვოკატის განმარტებით ლონდარიძე საქმეზე არაერთხელ დაიკითხა და მისი ჩვენების ოქმის გამოქვეყნება აუცილებელი არ იყო.