მეგის ქარდავას ექსტრადიცია

წამება, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება, დამამცირებელი და ღირსებისშემლახავი მოპყრობა – უკრაინიდან ექსტრადირებულ მეგის ქარდავას საზოგადოება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი საქმეებიდან იცნობს. ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ის გამორჩეულია მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების რაოდენობითაც. 11-დან 5-ზე განაჩენი გამოტანილია, ყველა ამ საქმეში მეგის ქარდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, ბრალს არ აღიარებს და ამ საქმეების გასაჩივრებასაც გეგმავს.

ხანგრძლივი საექსტრადიციო პროცედურების დასასრული და ახალი სასამართლო პროცესების დასაწყისი – რეზონანსული საქმეების დეტალები ნახეთ გიორგი კობერიძისა და დავით ცირეკიძის რეპორტაჟში.

დატოვე კომენტარი