ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს ეძებენ ოკუპირებულ აფხაზეთში. სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ განცხადება დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა გააკეთა. სერგეი შამბას თქმით, შეუძლებელია თავდამსხმელს გადაეკვეთა ე.წ. საზღვარი. თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ღონისძიებები მაინც ტარდება. ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ შამბა აცხადებს, რომ დაკავების შემთხვევაში სოხუმი თავდამსხმელს ოფიციალურ თბილისს გადმოსცემს.