მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დასრულდა.
გამართული მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეხვედრისას ლავროვმა და მედოევმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებთან ერთად, საგარეო-პოლიტიკური კოორდინაციის სრულყოფის გზები განიხილეს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
„გამართულმა დიალოგმა გამოავლინა განხილულ პრობლემებზე პოზიციების თანხვედრა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.