რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, 26 სექტემბერს გამართული შეხვედრა, ქართული მხარის მოთხოვნით შედგა. ლავროვი აცხადებს, რომ დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, შეჩერებული ფრენების აღდგენის თემა იყო. მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, წინ წასწიოს თავისი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ, ყურადღებას არ მიაქცევს რუსოფობებს, რომელთა გამოყენებასაც, მისი აზრით, ძველი პრეზიდენტი ისევ ცდილობს, მაშინ, საჰაერო მიმოსვლის განახლება შესაძლებელია.
განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეერთებულ შტატებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.