საზღვრების გახსნა - პოლიტიკური შეფასებები 

საჰაერო მიმოსვლის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

„ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ მთავრობის ნაბიჯი დაგვიანებულია. გიორგი კანდელაკი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააფართოონ იმ ქვეყნების ნუსხა, ვისთანაც საქართველო საზღვარს ხსნის. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ იმ ხუთი ქვეყნის გარდა, მსჯელობა მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც და გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.