რუსეთის ულტიმატუმი ნატო-ს

პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების შემდეგ, რუსეთი ნატო-ს მიმართ ულტიმატუმს უკვე დოკუმენტურად აფორმებს – ლავროვის უწყება ასაჯაროებს იმ ხელშეკრულების პროექტებს, რომლითაც მოსკოვი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების გამოსარიცხად, ალიანსისგან და ვაშინგტონისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. კრემლის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ ნატო-მ დამატებითი ძალები და შეიარაღება არ განათავსოს იმ ტერიტორიებზე, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იმყოფებოდა.

დასავლეთი ძირითადი პრინციპების დათმობას არ გეგმავს, რომლებზეც ევროპული უსაფრთხოებაა აგებული, მათ შორის ისიც, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს, – ასეთია საქართველოს საგარეო პარტნიორების რეაქცია, ოფიციალური თბილისისა და დასავლეთის რეაქციები კი ნახეთ თამთა რუხაძის რეპორტაჟში.