ვლადიმერ პუტინის განცხადება - პრემიერის პასუხი

პუტინის მიერ გაკეთებულ გაცხადებას, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველ გუნდს რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვს და ერთადერთი ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურია.

პრემიერმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა ისიც, რომ თუ ვინმეს რუსეთთან კონტაქტებისა და ვიზიტების მცდელობა ჰქონდა, ეს სააკაშვილის ხელისუფლება იყო, ამიტომ ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინი საკუთარ განცხადებაში სწორედ სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კონფერენციაზე სახელწოდებით „საქმიანი რუსეთი“ განაცხადა, რომ რეაქცია, რომელიც პირდაპირი ფრენების აღდგენას მოჰყვა, მისთვის მოულოდნელი და გაუგებარი იყო, რადგან, პუტინის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობამ ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხები არაერთხელ წამოჭრა, რუსეთმა კი შემხვედრი ნაბიჯები გადადგა.