დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გამოძევების შესახებ რუსეთმა ანალოგიური ზომით უპასუხა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვს ბრიტანელი დიპლომატებიც დატოვებენ.
შეკითხვაზე, როდის დატოვებენ ბრიტანელი დიპლომატები რუსეთს, ლავროვმა განაცხადა, რომ ეს მალე მოხდება.