დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს სენსორული აპარატებით სახელმწიფო უფასოდ უზრუნველყოფს.
საუბარია 1 400-მდე მოზარდზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული ხდება, რომ სისხლში გლუკოზის განმსაზღვრელი სენსორული აპარატები ბენეფიციარებს დაურიგოს და ყველა საჭირო სერვისი შესთავაზოს. სენსორულ თანამედროვე მოწყობილობამდე ბავშვებს ნემსის გაკეთება დღეში რამდენჯერმე უწევდათ.
თანამედროვე აპარატების მისაღებად მშობლებმა პროტესტის არაერთ ფორმას მიმართეს. პაციენტების ოჯახებს სახელმწიფოს მიმართ შენიშვნები ახლაც აქვთ.