აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ხმაური და დაპირისპირება იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან. უწყებასთან დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო საავტომობილო გზა. აქციის მონაწილეების განცხადებით, დიაბეტის მქონე ბავშვებს, ჯანდაცვის სამინისტროს დაპირების მიუხედავად, „სიჯიემ“ სისტემის აპარატები ამ დრომდე არ მიუღიათ. ეს არის თანამედროვე სენსორული მოწყობილობა, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ჩხვლეტის გარეშე განსაზღვრავს. 2 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მშობლებს დაპირდნენ, რომ ამ აპარატებს მარტის თვეში მიიღებდნენ, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამინისტრომ პირობა არ შეასრულა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ აქციის მონაწილეებს. უწყების ინფორმაციით კი სისტემების შესყიდვისთვის მიმდინარეობს აქტიური პროცესი.

დატოვე კომენტარი