სემეკმა ახალი ლოგო და საკომუნიკაციო სტრატეგია წარადგინა. პრეზენტაცია კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ჩაატარა. საკომუნიკაციო სტრატეგია ორიენტირებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებასა და მოქალაქეთა ინფორმირებულობაზე. ინიციატივა კომისიის საქმიანობის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებს მოიცავს.