ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა სექტორისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა,- ამის შესახებ პარლამენტში სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა. ირინა მილორავამ დეპუტატებს წლიური ანგარიში გააცნო, სადაც ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ იმპორტის ზრდაზე გაკეთდა. მილორავას განმარტებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველ წელს საშუალოდ 5 პროცენტით იზრდება, გენერაციის ობიექტების განვითარება კი უფრო ნელი ტემპით ხდება. მილორავას განცხადებით, კომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.