რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისთვის დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყო. წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების მოგვარება, მათ შორის მთავარი მაგისტრალური სისტემის რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთის გამოცვლა, მომდევნო წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. გადაწყვეტილება დღეს სემეკ-ის სხდომაზე მიიღეს.