კითხვა, რომელიც გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ კიდევ ერთხელ ხდება აქტუალური. რამდენად უძლებს ახლადაშენებული კორპუსები ძლიერ მიწისქვეშა ბიძგებს.
შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან არასრულყოფილი ზედამხედველობის გამო, შენობების მდგრადობა მხოლოდ მშენებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ვითარების შეცვლას პარლამენტი ახალი სამშენებლო კოდექსის ამოქმედებით გეგმავს.
კანონი სეისმომდგრადობის მიზნით სამშენებლო კომპანიებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.