საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი

„თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი მიმდინარეობს.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გრანტის მხარდაჭერით, „მწვანე კლიმატის ფონდის“ მეშვეობით. ფორუმზე განიხილება თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები.